ახალი ამბები

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა დიდთოვლობის გამო

3 დეკემბერი, 2016 • 7411
ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა დიდთოვლობის გამო

ინტენსიური თოვის  გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის (კმ71-კმ188) მონაკვეთზე, 3 დეკემბრის მდგომარეობით, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, – გვაცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მათივე ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ1-კმ188 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი