ახალი ამბები

კალაძე: დენსა და გაზზე ფასების მატება არაა მოსალოდნელი

2 დეკემბერი, 2016 • 4145
კალაძე: დენსა და გაზზე ფასების მატება არაა მოსალოდნელი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, კახა კალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო, მისი ინფორმაციით, არ არის მოსალოდნელი ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასის მომატება მომდევნო წლის განმავლობაში.

“ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიდის საუბარი, თითქოს მოხდება ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ფასების მატება. ეს ყველაფერი არის სემეკის პრეროგატივა, იქ ხდება ტარიფის ათვლა. 30%-ით როცა მოხდა გადათვლა, მოხდა ფასების მატება. თუმცა ჩვენც, სამინისტროში აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ჩვენც გვაინტერესებს, თუ რა მდგომარეობაა ფასებთან მიმართულოებით. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ არც ელექტროენერგიაზე და არც ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სემეკის პრეროგატივა. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს თვლებს, ენერგეტიკის სამინისტროში ჩვენი სპეციალისტები, არანაირი ფასების მატება არ არის მოსალოდნელი მომდევნო თვეების და მომდევნო წლის განმავლობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი