ახალი ამბები

სამინისტრო: საჯარო უწყებებში “გიორგობის პრემიის” არგაცემით 14 მილიონი ლარი დავზოგეთ

2 დეკემბერი, 2016 • 3321
სამინისტრო: საჯარო უწყებებში “გიორგობის პრემიის” არგაცემით 14 მილიონი ლარი დავზოგეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნოემბერში საჯარო უწყებების თანამშრომლებზე არ გაცემულა ეგრეთ წოდებული გიორგობის პრემია, რითიც ბიუჯეტში 14 მილიონი ლარი დაიზოგა.

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ყველა ბიუჯეტიდან (სახელმწიფო, ავტონომია, მუნიციპალიტეტი, სსიპ, ააიპ) დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. საბიუჯეტო შეზღუდვის მნიშვნელოვანი წილი მოდის საჯარო მოხელეთა პრემიებზე.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველა ბიუჯეტიდან კონსოლიდირებული ხარჯვის დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდა (940 მლნ ლარი – 2016 წელს; 944 მლნ ლარი – 2015 წელს).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი