ახალი ამბები

რჯულზე უმტკიცესი ჩვეულება – ქალთა მიმართ ძალადობა რელიგიის სახელით [ვიდეო]

2 დეკემბერი, 2016 • 5245
რჯულზე უმტკიცესი ჩვეულება – ქალთა მიმართ ძალადობა რელიგიის სახელით [ვიდეო]

საქართველოში 9 რელიგიური დენომინაცია გაერთიანდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთო გზავნილით, რომ მათი რელიგიები არ ამართლებს ქალთა მიმართ ძალადობას.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს მუსლიმი თემის, საქართვლოს ეზიდთა თემის, იუდაისტების, ამიერკავკასის ლათინ კთოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, სომხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს “მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის” ინსტიტუტის პროექტში, რომლის საშუალებთაც ჩაწერეს ვიდეოკლიპები ქალთა მიმართ ძალადობის დაგმობის გზავნილით.

ვიდეოკლიპების ჩაწერას კოორდინაცია გაუწია ორგანიზაცია “ქალები მშვდობისათვის” და სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ. მისი თქმით, ამ კლიპების მიზანი იყო, რელიგიური თემების წარმომადგნლებს საჯაროდ ეთქვათ ის,  რასაც ინდივიდუალურ საუბრებში ამბობენ. ლელა ხონელიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რელიგიური აზროვნება ახდენს პროვიცირებას ქალთა მიმართ ძალადობაზე.

“ეს არის ძალიან დამაჯერეებლი ნათქვამი რელიგიური ლიდერებისა, რომ რელიგია არ ძალადობს ქალზე”, – ამბობს ლელა ხონელიძე.

ხონელიძის თქმით, შეთავაზების მიუხედავად, ამ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია საპატრიარქოს, თუმცა არც უარი უთქვამთ მონაწილეობის მიღებაზე.

1 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაზე, სადაც მოეწყო ამ ვიდეოკლიპების პრეზენტაცია, რელიგიურმა ლიდერებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მათ საკრალურ ტექსტებში არაა საუბარი ქალების მიმართ ძალადობაზე.

დისკუსიის მოდერატორმა, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ დისკუსიის გახსნისას განაცხადა, რომ რელიგიურ გაერთიანებებში ხდება ძალადობა ქალების მიმართ და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

“თვალის დახუჭვა იმ მოვლენაზე, რომ რელიგიურ თემებში მართლაც არსებობს ძალადობა ქალზე, ამისი არდანახვა შეუძლებელია. პირველი ნაბიჯი, რაც შეეძლო რელიგიურ ლიდერებს გადაედგათ, ის იყო, რომ ხმამაღლა ეთქვათ თავისი თემისათვის და საზოგადოებისთვის, რომ ძალადობა, რომელსაც ადგილი აქვს დღევანდელ საზოგადეობაში, არ არის ნასაზრდოები საღვთო წერილიდან”, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

არა ქალთა მიმართ ძალადობას - დისკუსია რელიგიური ლიდერების მონაწილეობით

არა ქალთა მიმართ ძალადობას – დისკუსია რელიგიური ლიდერების მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი