ახალი ამბები

ბარნოვმა სტუდენტების შეძახილი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა

17 სექტემბერი, 2012 • 948
ბარნოვმა სტუდენტების შეძახილი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა

სტუდენტების მთხოვნა ასევე კატეგორიულია ლელა გაფრინდაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც, ხოლო ანდრო ბარნოვის განცხადებით, გაფრინდაშვილმა პატივი უნდა სცეს უნივერსიტეტის წესებს.

სტუდენტების ერთ–ერთი ლოზუნგი იყო– “არ გვინდა სტუდენტი დეკანი”, რაზეც ანდრო ბარნოვმა შემდეგი განაცხადა:

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საბუთების სახელმწიფო უნივერსიეტეში გადმოტანა ჩემი მხრიდან იყო ჟესტი, მე ამით ვანახე, რომ მინდა სწავლა იქ, სადაც უკეთესი პირობებია, თუმცა დეკანის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სწავლას არ ვაპირებ”, – განაცხადა ბარნოვმა. მან სტუდენტების ლოზუნგებს და შეძახილებს პოლიტიკური ზეწოლა უწოდა.

ამ წუთებში სტუდენტები უნივერსიტეტის მესამე კორპუსისკენ მიემართებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი