ახალი ამბები

ბარნოვი: მე აქ სწორედ სტუდენტების პრობლემების მოსაგვარებლად ვარ

17 სექტემბერი, 2012 • 1133
ბარნოვი: მე აქ სწორედ სტუდენტების პრობლემების მოსაგვარებლად ვარ

“არანაირი პოლიტიკური ზეწოლა უნივერსიტეტში არ არსებობს, რაც შეეხება ბაზების პრობლემას, ჩემი მოსვლის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. მე ყველანაირად შევეცდები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დავამტკიცო, რომ აქ მხოლოდ სამუშაოდ მოვედი”, – განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებს საკუთარ კაბინეტში შესვლა და დალაპარაკება შესთავაზა, თუმცა ისინი არ დათანხმდნენ, ამ წუთებში სტუდენტები დეკანს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის წინ ელოდებიან და სკანდირებენ, “გამოდი”, “გამოდი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი