ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: ვალის გადახდა და სახელმწიფოს განვითარება ჩვენ არ შეგვიძლია!

1 დეკემბერი, 2016 • 6989
ხაჯიმბა: ვალის გადახდა და სახელმწიფოს განვითარება ჩვენ არ შეგვიძლია!

“ვალის გადახდა და სახელმწიფოს განვითარება ჩვენ არ შეგვიძლია! აფხაზეთს რუსეთის სამ მილიარდ რუბლზე [დაახლოებით 46 მილიონი აშშ დოლარი] მეტი ვალი აქვს”, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს სოხუმში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.

როგორც ხაჯიმბა ამბობს,  მოსკოვში პუტინთან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს განიხილავს:

“მე რამდენიმე საკითხით მივდივარ მოსკოვში. პირველი – ეს არის ჩვენი ვალის საკითხი, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იმ ფულზე, რომელსაც ვიღებთ. რუსეთმა გვაღიარა და არ შეცვლის გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად სახელმწიფო ვართ. ჩვენ თავად უნდა გამოვიმუშაოთ ფული, სხვა გამოსავალი არ არის! მეორე საკითხია ელექტრომომარაგება. 2018 წელს ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის შეჩერება მოგვიწევს, რამდენდაც სარეალბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც ერთი წელი გაგრძელდება. გარდა ამისა, გაგრასა და სოფელ ცანდრიპშს შორის გზა საშინელ მდგომარეობაშია. კარგად იცით, როგორი სიტუაციაა გუმისტის ხიდზე, რომლის მშენებლობასაც დიდი თანხა სჭირდება. ამ საკითხებს განვიხილავთ”.

რაულ ხაჯიმბა და ვლადიმერ პუტინი მოსკოვში დღეს, 2016 წლის 1 დეკემბერს ხვდებიან. ბოლო შეხვედრა მათ შორის ამავე წლის თებერვალში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი