ახალი ამბები

ჰეზბოლა ისლამისტებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

17 სექტემბერი, 2012 • • 926
ჰეზბოლა ისლამისტებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ისლამისტური სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელმა, შეიხმა ჰასან ნასრალამ ისლამისტებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ პროტესტი წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელი ფილმის გამო, რომელიც ერთ–ერთმა ამერიკელმა რეჟისორმა გადაიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

ჰესბოლას ლიდერმა ანტიისლამისტურ ფილმს იმაზე საშიში უწოდა, ვიდრე ეს იყო 2005 წელს დანიურ გაზეთში გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურები.

 

ისლამისტთა პროტესტმა აღნიშნული ფილმის ინტერნეტით გავრცელების შემდეგ მოიცვა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები. ლიბიაში მოკლეს აშშ–ის ელჩი და საელჩოს კიდევ 3 თანამშრომელი, ანტიამერიკული პროტესტი გადაწვდა პაკისტანს, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებსაც. ლონდონში, აშშ–ის სალჩოს წინ შეკრებილმა ისლამისტებმა დაწვეს ამერიკის დროშა.

 

პროტეტსის ორგანიზატორები აშშ–სგან მუჰამედის შეურაცხმყოფელი ფილმის ავტორთა დასჯას და ფილმის აკრძალვას მოითხოვენ. ისინი პროტესტის შეწყვეტას ამ მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი