ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თანამდებობის დასატოვებლად ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას 16 დღე მისცა

1 დეკემბერი, 2016 • 1656
თანამდებობის დასატოვებლად ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას 16 დღე მისცა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია “ამცახარა” პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

“სოციალურ-ეკონომიკური და საზოადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ქვეყნაში ხაჯიმბას მმართველობის დროს ჩამოყალიბდა, ოპოზიციურ ძალებს აიძულებს, საკუთარი საქმიანობა გაააქტიურონ. ორ წელზე მეტია ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, კონკრეტულ პრეტენზიებს ვასახელებთ, თუმცა ხელისუფლებამ და თავად პრეზიდენტმა არსებული სიტუაციისთვის არაადეკვატური ტაქტიკა აირჩიეს”, – განაცხადა პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ ალხას კვიცინიამ.

ოპოზიციამ ხაჯიმბას თანამდებობის დასატოვებლად 16 დღის ვადა მისცა და გააფრთხილა, რომ არ მიიყვანოს აფხაზეთი ექსცესებამდე.

ოპოზიციის ყრილობაზე საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში, მათ შორის გალის რაიონში არსებულ მდგომარეობას.

“მანამდე, სანამ ჩვენს მოქალაქეებად მივიჩნევდით მათ, ვისი პასპორტებიც ანულირებულია, შეგვეძლო, მათთვის შესაბამისი მოთხოვნები წაგვეყენებინა, ახლა რისი მოთხოვნა შეგვიძლია? “- ამბობს ვიაჩესლავ კოკოსკირი, პარტიის წარმომადგენელი.

ოპოზიციამ რუსეთის “კურატორებსაც” მიმართა: სჭირდება კი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აფხაზეთის ასეთი უუნარო ხელისუფლება?

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ყრილობაზე ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და 10 ათასი მხარდამჭერის შეკრება მომავალში არ გაუჭირდება. გარდა ამისა, ოპოზიცია პირობას დებს, რომ თუ ხაჯიმბა მათ მოთხოვნას უგულებელყოფს,
15 დეკემბერს ოპოზიციურ ძალებთან ერთობლივ ყრილობას ჩაატარებენ.

2016 წლის ზაფხულში, ოპოზიციის მოთხოვნითვე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 2014 წლის ზაფხულში არჩეულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა, თუმცა დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმი ვერ შედგა.

33641

მასალების გადაბეჭდვის წესი