ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკი და საქართველოს ფოსტა “იდუმალ სანტაზე” ავრცელებენ განცხადებას

1 დეკემბერი, 2016 • 2583
საქართველოს ბანკი და საქართველოს ფოსტა “იდუმალ სანტაზე” ავრცელებენ განცხადებას

საქართველოს ბანკმა და საქართველოს ფოსტამ განაცხადეს ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე. პროექტი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იწყება, ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას- „იდუმალი სანტა“ (Secret Santa). პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გახდეს „იდუმალი სანტა“ – გააგზავნოს და მიიღოს საჩუქარი.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთ საფოსტო ოპერატორთან, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, ერთობლივად გავუხალისოთ მომხმარებელს ახალი წელი და სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ“, განაცხადეს საქართველოს ბანკში.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ფოსტა მონაწილეობს საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს გახდეს მასშტაბური საახალწლო თავგადასავლის მონაწილე. საქართველოს ფოსტა მხარდაჭერას გაუწევს პროექტში ჩართულ ყველა „იდუმალ სანტას“, რათა უზრუნველყოს მათი საჩუქრის ადრესატამდე მიტანა“, – განაცხადეს საქართველოს ფოსტაში.

photo

მასალების გადაბეჭდვის წესი