ახალი ამბები

ძიძიგური ლარის გაუფასურებაზე: განგაშის საფუძველი არ გვაქვს

1 დეკემბერი, 2016 • 2308
ძიძიგური ლარის გაუფასურებაზე: განგაშის საფუძველი არ გვაქვს

“განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში,” – ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ზვიად ძიძიგურის აზრით, მოსახლეობაში არსებული აჟიოტაჟი ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს:

“ეს [აჟიოტაჟი] ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი. მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში.  შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა,  დაზარალდა. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ. ”

დღეს, 1 დეკემბერს საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.63 ლარი ღირს.

ეროვნული ბაკის მიერ 1 დეკემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.5352 ლარია. 30 ნოემბრს, როდესაც ეროვნულბა ბანკმა გაცვლით კურსი დაადგინა, კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.58 ლარს აღწევდა.

1 დეკებმერს “საქართველოს ბანკში” 1 აშშ დოლარი 2.63 ლარი ღირს, “თიბისი” ბანკში – 2.629 ლარი, “ლიბერთი” ბანკში – 2.63 ლარი, “პროკრედიტ” ბანკში – 2.625 ლარი, “ტერაბანკში” – 2.62 ლარი.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურების ნაწილში 1 აშშ დოლარის შეძენა 2.58 ლარად არის შესაძლებელი.

ბლუმბერგზე” 1 აშშ დოლარი 2.60 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი