ახალი ამბები

ივანიშვილი: როგორ შეიძლება სააკაშვილს კაცი მოელაპარაკოს?!

16 სექტემბერი, 2012 • 966
ივანიშვილი: როგორ შეიძლება სააკაშვილს კაცი მოელაპარაკოს?!

ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილთან გარიგების შესახებ კითხვას “მე-9 არხის” პირდაპირ ეთერში ტელეხიდის დროს უპასუხა.

 

შეკითხვაზე, “არსებობს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთს გაურიგდა, “ნაციონალური მოძრაობა” 60%-ს აიღებს, ხოლო “ქართული ოცნება” – 40%-ს, რას იტყვით ამ საკითხზე? ივანიშვილი პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„ეს სააკაშვილის სიზმრებია, ხალხო და არ დაიჯეროთ, ეს კაცი სიცრუეზე ზის დიდი ხანია, ოცნებებიც ძალიან ცრუ აქვს მას, ვერ მოესწრება ასეთ შეთანხმებას. არასდროს მე ხალხს არ ვუღალატებ და ამის ერთი წუთითაც არ დაიჯეროთ. ამ ინფორმაციას მათი სიცრუის მანქანები ავრცელებენ. არწმუნებენ, რომ არ მოხვიდეთ არჩევნებზე, მაინც ყველაფერი გადაწყვეტილია. როგორ შეიძლება სააკაშვილს კაცი მოელაპარაკოს და მას დაუჯეროს, ან ენდოს? თანაც, ხალხის ხმების საფასურად. წარმოუდგნელია. ჩვენ შევთანხმდებით მხოლოდ თქვენთან, ქართველ ხალხთან,”- განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი