ახალი ამბები

ანონსი – 1 დეკემბერი

1 დეკემბერი, 2016 • 2623
ანონსი – 1 დეკემბერი

გთავაზობთ 1 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


10:15 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მონაწილეობას მიიღებს კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში. ადგილი: თბილისი, თსუ II კორპუსი, II სართული 212-ე აუდიტორია. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N3.


10:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფის (PTF), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მსოფლიო ექიმები საფრანგეთის (MDM), სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში ერთობლივად ატარებს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას სლოგანით: “ვემხრობი შიდსის დამარცხებას!” კონფერენციას დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი პირები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. მისამართი: თბილისი, რუსთაველის N29.


11:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა. მისამართი: ქუთაისი, პარლამენტის შენობა, დარბაზი N301.


11:30 საათზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით დაწყებული პოლიტიკური კამპანია; მარიხუანას კულტივირებისა და მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია და როგორია მსუბუქიდან მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლის ოფიციალური მონაცემები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.


11:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ფერმერთა სათათბირო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართება. მასში 150 მოქმედი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას. სათათბიროს დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენს ფერმერთა ინეტერსების უკეთ დაცვა და საკანონმდებლო პროცესებში მათი აქტიური ჩართულობა. ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი ხუან ეჩანოვე, პროდრომოს კალაიტზისი – COPA-COGECA-ს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში; კრისტინა კასელა – ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე საქართველოში, საქართველოს მთავრობის წევრები, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები მათ შორის: Enpard, Care international, Oxfam, Mercy Corps, UNDP. მისამართი: ლადო გუდიაშვილის N7.


12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის უკან დაბრუნებული ბიუჯეტი და შენიშვნები გარემოსდაცვითი მიმართულებით; „სითი პარკი“; „თბილისის განვითარების ფონდის“ გაუქმების მოთხოვნა; არის თუ არა კონტოლირებადი ქალაქში სიმაღლისა და გამწვანების კოეფიციენტი. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.


12:00 საათზე, „პირველის“ პრესკლუბში “აფბას” ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მთავრობის ახალი ინიციატივის შეფასება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროდუქტზე აქციზის ფასი იზრდება. მისამართი: წერეთლის N116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: თამთა კალანდაძე – 595037722.


12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: ქუთაისი, პარლამენტის შენობა, დარბაზი N304.


12:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: ქუთაისი, პარლამენტის შენობა, დარბაზი N306.


13:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს, სადაც ონლაინ- და სხვა სესხების კაბალური საპროცენტო განაკვეთის გამო შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებს. მისამართი: ი. ხვიჩიას N17.


13:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მისამართი: ქუთაისი, პარლამენტის შენობა, ბიუროს სხდომათა დარბაზი.


14:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. მისამართი: ქუთაისი, პარლამენტის შენობა, ბიუროს სხდომათა დარბაზი.


17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართება დისკუსია „არა ქალზე ძალადობას!” რელიგიური ლიდერების მონაწილეობით. ასევე, ნაჩვენები იქნება ამავე თემაზე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობით გადაღებული სოციალური ვიდეო რგოლები. კლიპებში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები საუბრობენ რელიგიის სახელით ძალადობის დაუშვებლობასა და რელიგიურ დისკურსში თანასწორობის მნიშვნელობაზე. ადგილი:  ჭავჭავაძის გამზ. N32, A N101 აუდიტორია.


მასალების გადაბეჭდვის წესი