ახალი ამბები

საქართველოში 2000 მოქმედი ტაძარია

16 სექტემბერი, 2012 • 1431
საქართველოში 2000 მოქმედი ტაძარია

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური მონაცემით, საქართველოში დღეს 2000 მოქმედი ტაძარია. ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა დღეს, ბაგრატის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე სატელევიზიო კომენტარში განაცხადა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ტაძრების მშენებლობის ინიციატივისთვის პატრიარქს მადლობა დღესვე, პირადად გადაუხადა: 

 

“მე მინდა მის უწმინდესობას ვუთხრა დიდი მადლობა, ამ დიდი ინიციატივისთვის, ამ ტაძრის აღდგენისთვის, ისევე როგორც ყველა იმ ტაძრისთვის, რომელიც თქვენმა უწმინდეობამ, თქვენი ლოცვა კურთხევით და უშუალო ხელძმთვანელობით აიგო ბოლო წლებში საქართველოში. მე ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ სამების ტაძარი აღდგენილი, ბაგრატი, ფოთის უბრწყინვალესი საკეთედრო ტაძარი, რომელიც უახლოეს დღეებში გაიხსნება, მხცეთა, სვეტიცხოვლობის მიდამოები დათვითონ სვეტიცხოველი, დარიალის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა, გელათის აკადემია, წმინდა გიორგის ტაძარი ახალციხეში. მე უბრალოდ მეშინია რამე არ გამომრჩეს, ეს არის ძალიან დიდი აღორძინების პერიოდი, არა როგორც შენობების, არამედ ტაძრების, როგორც საგანამანათლებლო ცენტრების, როგორც ხალხმრავალი ქადაგების ადგილების, პატრიოტიზმისა და ეროვნული სულისკვეთების გაღვივების,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი