ახალი ამბები

ალასანია: პატრიარქის ირგვლივ ყველა ერთიანი ვართ

16 სექტემბერი, 2012 • 894
ალასანია: პატრიარქის ირგვლივ ყველა ერთიანი ვართ

კითხვაზე, შედგა თუ არა ის ერთობა, რომელიც საქართველოს პატრიარქმა პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა ბაგრატის ტაძრის გახსნაზე, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პასუხობს, რომ “პატრიარქის ირგვლივ ყველა ერთიანია.”

 

“დღეს არ არის საუბარი პოლიტიკაზე, ეს ტაძარი არი ყველასი,”- პასუხობს ამავე კითხვაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 9 სექტემბერს, საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა:

 

“მეფე ბაგრატი, ამშენებელი ამ ტაძრისა, არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას გიწვევთ იქ – პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს. მადლი ღვთისა ყველამ უნდა მიიღოს ამ დიდი და მადლიანი ტაძრიდან”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი