ახალი ამბები

თბილისში უძველესი სომხური ეკლესია აღდგება

16 სექტემბერი, 2012 • 3066
თბილისში უძველესი სომხური ეკლესია აღდგება

ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან მიაწოდეს. 

 

ეპარქიის ხელმძღვანელის თანაშემწის, მიხეილ ავაქიანის განმარტებით, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, სურბ გევორგის ტაძარი 18 სექტემბრიდან ორი წლით დაიხურება. 

 

როგორც სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში აცხადებენ, ტაძრის აღდგენითი სამუშაობისთვის ფულადი რესურსი სურბ-გევორგის აღდგენის ფონდიდან გამოიყოფა.

 

“ფონდში თანხები უკვე მოზიდულია, ძირითადად, საერთაშიროსო დონორი ორგანიზაციების მხირდან. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ის ასევე გვერდში გვიდგას, თუმცა აქ ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან არ იგულისხმება. უბრალოდ, ეს აღდგენითი სამუშაოები შეთახმენბულია საქართველოს ხელისუფლებასთან. თავად აღდგენითი სამუშაოების დაწყება კი სომხეთის პატრიარქმა აკურთხა,”- აცხადებენ ეპარქიის პრესსამსახურში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი