ახალი ამბები

ივანიშვილი: სახელმწიფო ენის სწავლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება

15 სექტემბერი, 2012 • • 1198
ივანიშვილი: სახელმწიფო ენის სწავლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება

“საქართველოში სახელმწიფო ენის სწავლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. შეიქმნება ქართული ენის შემსწავლელი კურსები უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენი სახელმწიფო არც თქვენს ენებს მოაკლებს ყურადღებას.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მოქალაქეზე, რადგან ეს მისი მოვალეობაა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეწყოს მისი ყველა მოქალაქის სრულფასოვან ინტეგრაციას. სახელმწიფო ენის შესასწავლად რამდენიმე პროექტი დაიგეგმა და თითქოს განხორციელდა კიდეც, მაგრამ ამ საკითხის მოგვარებას პირი არ უჩანს.

ბევრი ჩვენი მოქალაქისათვის სახელმწიფო ენის არცოდნა პრობლემად რჩება. ჩვენ გპირდებით, რომ ხელისუფლებში ჩვენი მოსვლის შემდეგ სრულფასოვნად შეისწავლით ქართულ ენას და ამასთან ერთად, ჩვენ ხელს შევუწყობთ თქვენი მშობლიური ენის განვითარებას”, – მიმართა ახალციხეში შეკრებილ მხარდამჭერებს ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი