ახალი ამბები

ლონდონში ‘ოცნების’ მხარდამჭერი აქცია გაიმართება

14 სექტემბერი, 2012 • 1095
ლონდონში ‘ოცნების’ მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანეტბის ნაწილი დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
 
 
“სააკაშვილის მმართველობამ, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დღითი-დღე მიიწევს სრული ტოტალიტარიზმისაკენ. 
 
 
ცხრაწლიანი მცდელობა იმისა, რომ წაგვართვან სიტყვა,შეგვიზღუდონ თავისუფალი აზროვნება და მოახდინონ ქართველი ხალხის, ქართული ხასიათის დეგრადაცია, ჯერ კიდევ წარმატებით ხორციელდება. ეს უნდა დამთავრდეს!
 
 
კოალიცია “ქართული ოცნების” ჩამოყალიბებამ გააჩინა იმედი,რომ  საქართველოს ყველა მოქალაქე, იქნება თავისუფალი და იძულებით მონობაში აღარ გაატარებს დარჩენილ ცხოვრებას. 
 
 
ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ “ქართული ოცნება” დააბრუნებს სამართლიანობას ქვეყანაში, გაათავისუფლებს ბიზნესს რეკეტიორი სახელმწიფო მანქანისგან, შექმნის კონკურენტულ გარემოს, გაათავისუფლებს მედიას და ქვეყანას დააყენებს არა ფსევდო, არამედ რეალური ევროპული განვითარების გზაზე. 
 
 
არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი. არჩევანის გაკეთება ჩვენს ხელთაა, ჩვენს ხელთაა ასევე ჩვენი ხმების დაცვის უფლება! ხელისუფლება სხვდასხვა მაქინაციებით, მათ შორის არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით თუ ემიგრანტებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო მოთხოვნების დაკანონებით ძალიან ეცადა არჩევნებში მონაწილეობაში ჩვენს ხელშეშლას, მაგრამ მოგიწოდებთ, გამოვნახოთ ყველა რესურსი, მივიღოთ მონაწილობა ამ ისტორიულ პროცესში და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის მომავალს! – ჩვენ ეს შეგვიძლია!
 
 
დროა დავიბრუნოთ ღირსება,დავდგეთ ერთად და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი.
დავანახოთ, თუ რამდენნი ვართ საქართველოდან იძულებით უცხო ქვეყნებში  წამოსულნი. დავანახოთ, რომ ჩვენი გული საქართველოშია და ქვეყნის გარეთ მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ საკუთარ ოჯახებს  ღირსება შევუნარჩუნოთ! ჩვენ თავად უნდა შევქნათ ისეთი გარემო, რომ  ჩვენი განათლება, ცოდნა და გამოცდილება ჩვენსავე სამშობლოში დაფასდეს! ეს დრო ახლოვდება!
 
 
ჩვენ წაგვართვეს ხმა, შეგვილახეს უფლებები და რაც მთავარია, შელახეს ჩვენი ღირსება. ეს  უნდა დამთავრდეს!
 
 
ჩვენი ერთად დგომით და ერთსულოვნებით შევძლებთ ავიხდინოთ “ქართული ოცნება” . 

16 სექტემბერს, ლონდონში, პარლამენტთან შეკრებით ვაჩვენოთ ჩვენი ძალა!!!”

 
აქციის ორგანიზებაში ჩართულნი არიან ინგლისში არსებული ორგანიზაცია ” მამულიშვილები”. ორგანიზატორების განცხადებით, ლონდონის გარეთ მაცხოვრებელთათვის იქნება გამოყოფილი ტრანსპორტი.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი