ახალი ამბები

წიკლაური არ გამორიცხავს, პოლიტსაბჭოს მიერ დანიშნულ ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადონ

30 ნოემბერი, 2016 • 2657
წიკლაური არ გამორიცხავს, პოლიტსაბჭოს მიერ დანიშნულ ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადონ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დაიწყო პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უნდა გადაწყდეს, როდის, როგორ, რა ფორმით და რა დღის წესრიგით ჩაატარებს პარტია ყრილობას, სადაც ახალი მენეჯმენტი უნდა აირჩიონ.

პოლიტსაბჭოს 60-დან 50 წევრი ესწრება.

ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომის დაწყების შემდეგ ფეისბუკზე დაწერა, რომ სხდომის ჩაწერის ან ტრანსლირების შესახებ საკითხი დააყენა. თუმცა ამ ინიციატივას სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

პოლოტსაბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ყრილობის დაწყების წინ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტსაბჭო არ მიიღებს ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარების გადაწყვეტილებას, არ გამორიცხავს, ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადონ.

“თუ პოლიტსაბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი პარტიის ინტერესებს, არის ძალიან ფართო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებთან, რომელთა უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ფართო, დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებულ ყრილობას და არ გამოირიცხება არც ერთი ვარიანტი, მათ შორის, არც ბოიკოტი დანიშნული ყრილობის, რომელსაც ზოგიერთი გეგემავს. ამავე დროს, ჩვენი პარტიის წესდებაში არის მუხლი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი პარტიის წევრების 10%-ის ხელმოწერის შემთხვევაში, ჩავატარით ყრილობა სწორედ ამ მოთხოვნების საფუძველზე,”- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, მხარს უჭერს ყრილობის ჩატარების იმ ვარიანტს, სადაც არ განიხილება თავმჯდომარის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყენება.

“პოლიტსაბჭოს წინ უძღოდა რამდენიმე ათეულ პარტიულ ორგანიზაციაში ყრილობები და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ პრაქტიკულად, ყველა პარტიული რეგიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს. ამიტომ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია, მეორე მხარეს იქნება პოლიტსაბჭოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე არანაირი გავლენა არ ექნება… იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სამწუხაროდ, ძნელია პროგნოზირება მოვლენების სასიკეთოდ განვითარების. თუმცა მე პირადად ყველანაირად შევეცდები, რომ ავუხსნა კოლეგებს, თუ რა შედგების მომტანი შეიძლება იყო ეს ჩვენი პარტიისთვის,”- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დღეს, 30 ნოემბერს, ენმ-ის პოლიტსაბჭო განიხილავს ყრილობის ჩატარების წესის 2 ვარიანტს. ერთის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 27 დეკემბერს და მასში 2 158-მა დეკეგატმა უნდ ამიიღოს მონაწოეიბა, ამ ვარიანტის მიხედვით, პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. ეს პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც საკააშვილს მოქალაქეობა შეუწყდა. ეს ვარიანტი მოამზადა სამდივნოს გავლით პოლიტსაბჭოს მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა.

რაც შეეხება მეორე ვარაინტს, ეს ვარიანტი მოამზადეს პოლიტსაბჭოს წევრებმა: ზაზა ბიბილაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ლევან ბეჟაშვილმა. ამ ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 20 იანვარს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 7000-მა დელეგატმა. ამ ვარიანტში ახალი თავმჯდომარის არჩევა გათვალისწინებული არ არის. საბოლოოდ, რომელ ვარიანტს დაუჭერს პოლიტსაბჭო მხარს, ჯერჯერობით პროგნოზირება რთულია, რადგან ორივეს ჰყავს მხარდამჭერები. გუშინ პოლიტსაბჭოს 22-მა წევრმა განცხდება გაავრცელა და ღიად გამოუცხადა მახარდაჭერა ყრილობის ჩატარების მეორე ვარიანტს, რომელიც 7  000 დელელაგატის მონაწილეობით ყრილობის ჩატარებას ითვალისწინებს. ამ ვარიანტს მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი.

ნაციონალურ მოძრაობის პოლიტსაბჭოს პარალელურად, ოფისის წინ შეკრებილი არიან პარტიის ის მხარდამჭერები, ვინც მხარს უჭერს ყრილობის მეორე ვარიანტით ჩატარებას. მათ უჭირთ საუბარი იმის შესახებ, თუ  რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტსაბჭო მხარს დაუჭერს ყრილობის ჩატარების პირველ ვარიანტს.

ისინი ამბობენ, რომ მეორე ვარანტით ყრილობოს ჩატარების მოთხოვნით მოზადებულია ონლაინ-პეტიცია, რომელსაც მხარს უკე 1500 ხელმომწერი უჭერს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი