ახალი ამბები

ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

30 ნოემბერი, 2016 • 3657
ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა

დღეს, 30 ნოემბერს პარლამენტმა  ოთხ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

საჯარო სამსახურის ნებისმიერი თანამდებობა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მინისტრებს, გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ, ხოლო  სანდრა რულოვსმა სადეპუტაო მანდატზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას, კახა კალაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლაა, ხოლო სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.

ამ კანდიდატებს ოცნების სიიდან ჩაანაცვლებს გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე. ხოლო სანდრა რულოვსს – გიორგი ღვინიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი