ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და შეშფოთება რუსთავი 2-ის საქმეზე

30 ნოემბერი, 2016 • 1439
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და შეშფოთება რუსთავი 2-ის საქმეზე

“ჩვენ აშკარად შეშფოთებული ვართ იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას ქართული მედიასივრცის პლურალიზმის კუთხით”, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სპიკერმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე გაკეთდა. რუსთავი 2-ის სასამართლო საქმის თემაზე დასმულ შეკითხვას მან ასე უპასუხა:

“ჩვენთვის ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლო კვლავაც განიხილავს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ აშკარად შეშფოთებული ვართ იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას ქართული მედიასივრცის პლურალიზმის კუთხით. როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი საფუძველია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხებს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება საქართველოს წარმატებისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”, – განაცხადა კირბიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი