ახალი ამბები

ლიბიაში აშშ–ს ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დაკავებულია

14 სექტემბერი, 2012 • • 1376
ლიბიაში აშშ–ს ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი დაკავებულია

“ოთხ პიროვნებას კი ამჯერადაც ვეძებთ. პრემიერის განცხადებით, დაკავება ბენღაზიში განხორციელდა. დაკვებული ლიბიელია”, – აღნიშნული განცხადება მან CNN-თან  გააკეთა.  

აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურნენ აღნიშნულს. ისინი გმობენ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ანტი–ისლამური ფილმის “ისლამის უცოდველობის” შინაარსა და გზავნილს.

“აშშ გმობს აღნიშნული ფილმის შინაარსსა დ გზავნილს. აშშ გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართულია სხვათა რელიგიური რწმენის შელახვისკენ. მე მქონდა ამ საკითხზე საუბარი ჩემს მაროკოელ კოლეგასთან, სადაც აღვნიშნეთ, რომ ყველა წინასაწარმეტყველი უნდა დავაფასოთ, რადგანაც ისინი არიან სიმბოლოები კაცობრიობის რწმენის”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე პატივი მიაგო ლიბიაში დაღუპული აშშ–ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დაგმო მსგავსი სახის ძალადობა, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი კრისტოფერ სტივენსი შეეწირა.

“ჩვენ დავკარგეთ ოთხი ამერიკელი. ისინი კარგი და მამაცი პიროვნებები იყვნენ. ისინი ლიბიელი ხალხისთვის ნათელი მომავლის შენებისთვის იღწვოდნენ. ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ძალადობას, რომელიც მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ ბენღაზში (ლიბიაში), ეგვიპტესა და იემენში. მაგრამ არასოდეს არ ექნება მსგავს ძალადობრივ ქმედებებს გამართლება. ჩვენ ვუყურებთ მსოფლიოს ლიდერებს, რომლებიც ფეხზე დადგნენ და აიმაღლეს ხმა  ძალადობის წინააღმდეგ, და ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ვუზრუნველყოთ დიპლომატიური მისიების დაცვა”, – აღნიშნა კლინტონმა.

ლიბიის გარდა, აშშ–ს საელჩოზე იერიში მიიტანეს ეგვიპტეში (კაიროში), იემენში. აშშ–ს საელჩოს წინააღმდეგ მიმართულ აქციაში ეგვიპტეში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათი ნაწილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით იყო აღჭურვილი და ისინი საელჩოს შტურმს შეეცადნენ, თუმცა, პოლიციამ ორჯერ შეძლო მათი მოგერიება ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბენღაზიში საელჩოზე შტურმი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მიიტანეს, თუმცა, როგორც CNN იტყობინება, უკვე ცნობილი გახდა, საელჩოს თავს დაესხა კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი მოჯაჰედთა ჯგუფი. მათ ანტიამერიკული საპროტესტო აქცია საფარად გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი