ახალი ამბები

რას აჩვენებს დასაქმების ელექტორნული ბაზა

14 სექტემბერი, 2012 • 1442
რას აჩვენებს დასაქმების ელექტორნული ბაზა

საქართველოში დასაქმების და გადამზადების მსურველთა პრიორიტეტული პროფესიები – ბანკის ოპერატორი, ბუღალტერი, ექთანი და მასწავლებელია, ამ და სხვა მონაცემების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

მთავრობის ინფორმაციითვე, დასაქმების ერთიან ბაზაში იკვეთება ის ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს სამსახურის შოვნა – 36-დან 55 წლამდე.

 

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზას სოციალური მომსახურების სააგენტო ადგენს. ოფიციალური მონაცემით დასაქმების აგენტები ამ დროისთვის ოჯახების 73%-თან იმყოფებოდნენ. 

 

“სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს მასშტაბით 3000 „დასაქმების აგენტი” ჰყავს. მათ კარდაკარის პრინციპით 763 000 ოჯახი უნდა მოიარონ და აღწერონოჯახების დასაქმებისა და გადამზადების საჭიროებები. მოგვიანებით შევსებული ანკეტები ოპერატორებს დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეჰყავთ. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, „დასაქმების აგენტები” უკვე ესტუმრნენ 559 000 ოჯახს, რომელთაგანაც 289 000 ოჯახის ანკეტა უკვე დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არის განთავსებული. ოქტომბერში, სააგენტოს მიერ აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ, ელექტრონული ბაზა და არქივი სრულად გადაეცემა დასაქმების სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის,’- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი