ახალი ამბები

თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით, მათი მხარდამჭერი დააკავეს

29 ნოემბერი, 2016 • 1564
თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით, მათი მხარდამჭერი დააკავეს

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებით, მათი ერთ-ერთი მხარდამჭერი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა/შენახვის ბრალდებით დააკავეს. როგორც მოძრაობის წევრი, პაატა საბელაშვილი ამბობს, პოლიციელები მათი მხარდამჭერის სახლში მივიდნენ და “უთხრეს, გაზიდან ვართო”. მას შემდეგ კი, რაც სახლში შევიდნენ, ჩხრეკა დაიწყეს და მცირე ოდენობით მარიხუანა აღმოაჩინეს.

მოძრაობის წევრის თქმით, დაკავებული  3 საათის განმავლობაში ნარკოლოგიურში იმყოფებოდა, სადაც პოლიცია მისგან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებას მოითხოვდა, რაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა. ამის შემდგომ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

“ბოლომდე იყო ზეწოლა, რომ ჩაებარებინა ანალიზი. ადვოკატის თანდასწრებით ხდებოდა დაყოლიებაზე მცდელობა. რადგანაც ფაქტი ჰქონდათ ნაპოვნი, გადაიყვანეს დროებითი დაყოვნების იზოლატორში, სადაც ექპერტიზის ჩატარებამდე დარჩება” – ამბობს პაატა საბელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი