ახალი ამბები

თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

13 სექტემბერი, 2012 • 1426
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

გათამაშება ლოტოტრონის საშუალებით, თიბისი ბანკის ფეისბუკის გვერდზე შედგა. გათამაშებაში ბანკის ის მომხმარებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც უბრალოდ ისარგებლეს თიბისი ბანკის განახლებული ინტერნეტ ბანკითა და მობაილ ბანკით, განახორციელეს 3 განსხვავებული ტრანზაქცია სექტემბრის თვეში და დააგროვეს მომგებიანი ბილეთები.

 

იგივე პრინციპით თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ მომდევნო გათამაშებებში, რომლებიც 12 ოქტომბერს და 12 ნოემბერს შედგება. ამ ორი გათამაშებისას თიბისი ბანკი იგივე, Apple-ის პრიზებს გაათამაშებს, ხოლო 8 დეკემბერს შედგება ბოლო გათამაშება, რომლის დროსაც ერთი იღბლიანი მომხმარებელი სუპერ-პრიზს, ავტომობილს KIA Sportage-ს მოიგებს.      

 

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია სარგებლობდეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკით, ახორციელებდეთ სამ განსხვავებულ ტრანზაქციას ყოველთვე და თქვენ მოგეცემათ უნიკალური შანსი, დასაჩუქრდეთ ძვირადღირებული პრიზებით თიბისი ბანკისგან. დეკემბრის გათამაშებაში წინა თვეს დაგროვილი ბილეთებიც ჩაითვლება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნოემბრის თვეში 3 განსხვავებულ ტრანზაციას შეასრულებთ.

 

ასე რომ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი, დარეგისტრირდით ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდზე :www.tbconline.ge ან გადმოტვირთეთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-დან, დაიწყეთ ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის აქტიური მოხმარება, დააგროვეთ ბილეთები და მოიგეთ თქვენი ოცნების ავტომობილი KIA Sportage!

მასალების გადაბეჭდვის წესი