ახალი ამბებიეკონომიკა

რას გულისხმობს მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმა

29 ნოემბერი, 2016 • 5959
რას გულისხმობს მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმა

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ნაბიჯები. ამის შესახებ მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი. ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის პირველ იანვარმდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა არსებული კურსის –20 პუნქტის ოდენობით, ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათას ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,50 , მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც,” – ამბობს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბანკები ვალდებულნი იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს სიახლე პოტენციურად შეეხება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5311 ლარი გახდება, რაც ყველაზე უარესი შედეგია გაცვლითი კურსის ისტორიაში.

2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ლარის კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი