ახალი ამბები

2016 წლის არჩევნები ძირითადად ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა – ევროკომისიის ანგარიში

29 ნოემბერი, 2016 • 1706
2016 წლის არჩევნები ძირითადად ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა – ევროკომისიის ანგარიში

“არჩევნები ძირითადად ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების [ხელშეკრულების ] შესრულებას ეხება და რომელიც დღეს, 29 ნოემბერს გამოქვეყნდა.

“2015 წელს საარჩევნო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რასაც შედეგად მაჟორიტარული ოლქების საზღვრების მოდიფიცირება მოჰყვა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული. არჩევნები ძირითადად ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა”, –  ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა,  მშვიდი და ღია კამპანიის პროცესი გარკვეული უკანონო ქმედებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შესახებ ბრალდებებმა დააზარალა.

“არსებული საკანონმდებლო ჩარჩო პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დაარსებისა და საქმიანობის საშუალებას იძლევა. საკანონმდებლო საქმიანობა და პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო მეტად ინკლუზიური, მაგრამ სამოქალაქო მონაწილეობა მათში კვლავაც ცალკეულია (სპორადულია)”, –  ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი