ახალი ამბებისაზოგადოება

როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

29 ნოემბერი, 2016 • 3158
როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2016 წლის 29 დეკემბერს დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით არდადეგები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღში 2017 წლის 8 იანვარს განახლდება.

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისათვის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი