გიორგი პერტაია საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს

გიორგი პერტაია საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს. როგორც სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, პერტაიამ გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად მიიღო და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში გეგმავს.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოვალეობა სშეასრულებს  გიორგი პერტაიას მოადგილე, თამუნა ლილუაშვილი.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ყოფილი ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია 2013 წლის იანვრიდან იკავებდა, მანამდე კი 2 თვის განმავლობაში სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი