ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ინიცირებული კონსტიტუციური პროექტების განხილვა შეჩერდება

28 ნოემბერი, 2016 • 14079
გიორგი კახიანი: ინიცირებული კონსტიტუციური პროექტების განხილვა შეჩერდება

პარლამენტში ინიცირებული ყველა კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა შეჩერდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.

გიორგი კახიანის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს სპეციალური კომისია კომპლექსურად განიხილავს:

“კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა მოხდება კომპლექსურად, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, მათ შორის ის ინიციატივები, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმას, ოჯახის დეფინიციას, პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება,” – ამბობს კახიანი და აღნიშნავს, რომ კომისიa 2017 წლამდე დაკოპმპლექტდება.

გიორგი კახიანის თქმით, კომისია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით, კონსტიტუციური სამართლის სპეციალსიტებით და სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება:

“კომისიის მიზანია მიაღწიოს კონსესუსს მთელ რიგ კონსტიტუციურ ცვლილებებზე. კომისიაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება.”

მერვე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობამ  რამდენიმე საკონსტიტუციო კანოონპროექტი მოამზადა.  ეს ცვლილებები ეხება კონსტიტუციით ოჯახის, როგორც ქალისა და კაცის კავშირი განსაზღვრას; ასევე 2020 წლისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას.    200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით, პარლამენტში საარჩევნო სისტემაზე კიდევ ერთი პროექტია ინიცირებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი