ახალი ამბებირეკლამა

SERVICEON.GE – განათავსეთ თქვენი რეკლამა უფასოდ

28 ნოემბერი, 2016 • 2142
SERVICEON.GE – განათავსეთ თქვენი რეკლამა უფასოდ

SERVICEON.GE – ეს არის სერვისების საძიებო ახალი და ინოვაციური პლატფორმა, სადაც მარტივად შეგიძლია თქვენი საქმიანობის შესახებ უფასო რეკლამის განთავსება. ვებ-გვერდზე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი სერვისის მოძიება.

აღსანიშნავია, რომ Serviceon.ge-ზე ნებისმიერი სერვისის მომწოდებლებისთვის ინფორმაციის დამატება უფასოა, ხოლო რეგისტრაცია ყველასათვის უმარტივესი. სხვა შემთხვევაში არსებობს 24-საათიანი ონლაინ მომსახურება, სადაც დაინტერესებულ პირებს ხარვეზის გამოსწორებაში კვალიფიციური კონსულტანტი ეხმარება.

ვებ-გვერდის მიზანი შეფასების სისტემის ობიექტურობა და კომენტარებია, რომელიც სერვისის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეუფერხებლად მიიღოს უკვე გამოცდილი მომსახურება, ხოლო სერვისის მომწოდებლებს – გააუმჯობესონ სერვისი.

“ჩვენი მიზანია, მომხმარებელს არ მოუწიოს შეჯახება ისეთ გარემოებასთან როგორიცაა სერვისი დროულად არ მიაწოდეს, შესრულების ხარისხი იყო ცუდი, ან სხვა პრობლემებთან, რომელიც საკმაოდ ხშირად ჩნდება მომსახურების სფეროში. ამიტომ ვცდილობთ, მომხმარებელს მოვუწოდოთ შეფასების ობიექტურობისკენ, რაც სხვა მრავალ ადამიანს გაუადვილებს არჩევანს,” – ამბობს SERVICEON.GE-ს დამფუძნებელი, დავით აღნიაშვილი.

მისი თქმით, სამომავლოდ ვებ-გვერდი მოიცავს ნებისმიერი მომსახურების სფეროს: საჯარო ლექციებისა თუ ტრენინგების ჩამონათვალს, ხელნაკეთი ნივთების და აქესუარების ყველა მწარმოებელს.

“მე თვითონ მიწევს სხვადასხვა სერვისის მოძიება სხვადასხვა არხებში. ვფიქრობთ, ასეთი ვებ-გვერდი გაამარტივებს ძიების პროცესს. ბევრი ჩემი მეგობრისგან მსმენია ცუდი მომსახურების შესახებ, რომელიც რამდენიმე მეგობარს არ სცდება. ამის გამო ამ სფეროში დიდად არაფერი იცვლება, დადებითი რევიუ და შეფასება მომსახურების მომწოდებელსაც გაუჩენს მოტივაციას, მისი საქმიანობა გახდეს უკეთესი, რადგან საიტს ათასობით ადამიანი ნახავს,” – ამბობს აღნიაშვილი.

SERVICEON.GE-ის დამფუძნებელს სურვილი აქვს, რომ serviceon.ge იყოს ობიექტური და სანდო ვებ-გვერდი, რომელიც ადამიანებს დაუზოგავს დროს სერვისის ძებნისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი