ახალი ამბები

მარიამ ჯაშის აზრით, აუდიტორია 115 ცვლილებებს არასწორი ფორმით ითხოვს

28 ნოემბერი, 2016 • 1943
მარიამ ჯაშის აზრით,  აუდიტორია 115  ცვლილებებს არასწორი ფორმით ითხოვს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს, 28 ნოემბერს, “აუდიტორია 115″-ის და თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდება. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მარიამ ჯაშის აზრით, სტუდენტები  ცვლილებებს არასწორი ფორმით ითხოვენ. მისივე განცხადებით, საერთაშორისო უნივერსიტეტებში სტუდენტები სწავლაზე და აკადემიურ შედეგებზე არიან ორიენტირებული:

”  ხუთი ქვეყნის მასშტაბით მომიწია ჩართვა სხვადასხვა სასწავლო პროცესში და იმდენად ხდება კონცენტრირება სწავლაზე, ხარისხზე და აკადემიურ შედეგებზე, რომ არასდროს ყოფილა აქტუალური ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხი. თუმცა, ეს ჩვენი სტუდენტების, ბუნებრივია, უფლებაა და ნამდვილად მინდა სწორი ფორმით, მართებული ფორმით წარიმართოს ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნის პროცესი.  ”

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობისას კომიტეტი ერთი ჯგუფის პოზიციით არ უნდა შემოიფარგლოს:

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სტუდენტური თვითმმართველობები იქნება თუ არა ქმედითი. მე ვფიქრობ, მხოლოდ ერთი ორგანიზაციის, ერთი ჯგუფის ინტერესებიდან და პოზიციებიდან გამომდინარე არ უნდა შემოვისაზღვროთ. მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ სხვა სტუდენტური ორგანიზაციები, ჩავრთოთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მმართველობა. საკანონმდებლო ცვლილება უნდა ეფუძენბოდეს ფართო კონსესუსს და მტკიცებულებებს. ”

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორია N115–ს შვიდი საარჩევნო უბანი თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა პიკეტირებული, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბრეს მაინც შედგა. თსუ-ის ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში 2436-მა სტუდენტმა მისცა ხმა და 140 დელეგატი აირჩია. ცესკომ აარჩევნები ლეგიტიმურად ცნო. აუდიტორია115-ს კი 24 ნოემბრის ღამის შემდეგ თსუ-ის მე-6 კორპუსის შენობა აქვთ პიკეტირებული – სასწავლო პროცესი სხვა კორპუსებში გრძლედება და აქუარი ლექციების სხვაგან ტარდება. შაბათს აუდიტორიელებს თსუ-ის რექტორიც შეხვდა, თუმცა მოძრაობა არ აპირებს, დათმოს მე-6 კორპუსი, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი