ახალი ამბები

ანონსი – 28 ნოემბერი

27 ნოემბერი, 2016 • 1338
ანონსი – 28 ნოემბერი

გთავაზობთ, 28 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


10:00 – იუსტიციის სამინისტროში გაიმართება საპროკურორო საბჭოს სხდომა. საბჭოს წევრებს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ანგარიშს წარუდგენს.


10:00 – სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში B2B ფორუმს გამართავს.


10:00 – კაჭრეთში, სასტუმროშიამბასადორი“, რძის მცირე დასაშუალო გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება.


11:00 – პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238;


11:00 – პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439;


11:30 – ,,პირველის პრესკლუბში” ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის ხელმძღვანელი – გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: 1) ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივის შეფასება. 2) ახალი მინისტრთა კაბინეტის შეფასება.  მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული


12:00 – სასტუმრო ციტადინში (თავისუფლების მოედანი, ქორთიარდის ეზოში), გაიმართება ოპოზიციური პარტიების შეხვედრა. თემა: საპარლამენტო არჩევნების შეფასება. გავრცელდება ერთობლივი განცხადება.

12:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, III სართული.


12.00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ წევრები თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან გიორგი ბაიდარაშვილთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

12:00 – ,,პირველის პრესკლუბში” ლევან კალანდაძე  პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეკომენდაციები მთავრობის ახალ ეკონომიკურ გუნდს


12:00 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ა(ა)იპ ქალთა საინფორმაციო ცენტრი მართავს პროექტის პრეზენტაციას ,,ძლიერი ქალები – ძლიერი სახელმწიფო“.


12:00 – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისეროვნული ცენტრში  (მის: . ასათიანის 9)  გაიმართება  მედია სემინარი – სატელევიზიო, ბეჭდური და სოციალური მედიის წარმომადგენლებისათვის. სემინარის მიზანს წარმოადგენს, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მიეწოდოს კვალიფიციური ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის , ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის , აივ დადებითი ადამიანების უფლებების  და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში ეთიკური საკითხების შესახებ.


13:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, V სართული.


15:00 – საქართველოს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპირო #2, იუსტიციის სახლი, მე-4 სართული) მინისტრის პოსტზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.


15:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი, B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი.


19:00 – კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი