ახალი ამბები

“ამ რადის უკანასკნელი ზამთარი” – მიხეილ სააკაშვილმა კიევში მიტინგი გამართა

27 ნოემბერი, 2016 • 1352
“ამ რადის უკანასკნელი ზამთარი” – მიხეილ სააკაშვილმა კიევში მიტინგი გამართა

დღეს, 27 ნოემბერს, კიევში მიხიელ სააკაშვილმა, თავის მომხრეებთან ერთად, საპროტესტო მიტინგი გამართა, სახელწოდებით – “ამ რადის უკანასკნელი ზამთარი”.

მიტინგზე დაარიგეს ფლაერები – “რადის 100 შეუსრულებელი დაპირება” და “ჩვენი მოთხოვნები”. სააკაშვილი და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ უკრაინის რადამ ამ ორი წლის მანძილზე არ შეასრულა დაპირებები, ამიტომ ეს მისი ბოლო ზამთარი უნდა იყოს, რადგან ისინი ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს მიხეილ სააკშვილი გადადგა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა, რომელიც უკრაინაში არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი 2004–13 წლებში იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მან დატოვა საქართველო და აშშ–ში გაემგზავრა. მის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რის გამოც სამშობლოში ვეღარ ბრუნდება. მოგვიანებით ის და მისი გუნდის წევრების ნაწილი, ენმ–ის ყოფილი ლიდერები ჩავიდნენ უკრაინაში, სადაც მაიდნის რევოლუციის შემდეგ დაიკავეს სხვადასხვა პოსტები. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ოდესაში დაინიშნა გუბერნატორად და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ გაემიჯნა პეტრო პოროშენკოს გუნდს და ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი