ახალი ამბები

ვინ გახდება საფრანგეთში კონსერვატორების საპრეზიდენტო კანდიდატი?

27 ნოემბერი, 2016 • 1841
ვინ გახდება საფრანგეთში კონსერვატორების საპრეზიდენტო კანდიდატი?

საფრანგეთში მილიონობით ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას პრაიმერიზში, რომელიც დღეს, კვირას იმართება და რომელმაც უნდა გამოავლინოს მემარჯვენე ცენტრისტი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. წინასწარი პროგნოზით, საფრანგეთის პრეზიდენტობის რეალური შანსი სწორედ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს ექნება.

პრაიმერიზის მეორე რაუნდში დღეს ორი კანდიდატი უპირისპირდება ერთმანეთს – საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ფრანსუა ფიიონი და ასევე ქვეყნის ექსპრემიერი ალენ ჟიუპე. “გარდიანის” შეფასებით, ფიიონი უფრო “რადიკალი”, ჟიუპე კი – “ზომიერი” კონსერვატორია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის წინასწარი შედეგებით, გამარჯვებას ფიიონს უწინასწარმეტყველებენ, რომელმაც პრაიმერიზის პირველ ტურში ხმების 44% მიიღო. მან უკვე დაამარცხა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი წინა ტურში.

ის კანდიდატი, რომელიც დღეს მოიპოვებს გამარჯვებას, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდება ულტრამემარცხენე ნაციონალისტური ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს. ლე პენის გარდა, დღევანდელ პრაიმერიზში გამარჯვებულს ასევე დაპირისპირება მოუწევს “სოციალისტური პარტიის” კანდიდატთან, რომელიც სავარაუდოდ მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იქნება, თუმცა პარასკევს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოლანდზე მეტი პოპულარობით პრემიერ–მინისტრი მანუელ ვალსი სარგებლობს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამჟამინდელი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 2017 წლის მაისში საბოლოოდ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლე პენი და რესპუბლიკელების კანდიდატი.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში განიხილება როგორც საკვანძო ტესტი ძირითადი პოლიტიკური პარტიებისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ–ში გაიმარჯვა დონალდ ტრამპა, ხოლო ბრიტანეთში – ბრექსიტის კამპანიამ. ორივე შემთხვევა განიხილება გამარჯვებად ელიტასა და ისტებლიშმენტზე.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი