ახალი ამბები

ვისკონსინის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ხმებს ხელახლა დათვლიან

26 ნოემბერი, 2016 • 1251
ვისკონსინის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ხმებს ხელახლა დათვლიან

აშშ-ის ვისკონსინის შტატი საპრეზიდენტო არჩევნების ხმებს ხელახლა დაითვლის- წერს BBC. ამ შტატში დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ხმების ხელახალი დათვლა ოფიციალურად “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელმა ჯილ სტეინმა მოითხოვა. იგი ასევე ითხოვს ხმების გადათვლას მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში.

არჩევნების საბოლოო შედეგზე ზეგავლენის მოსახდენად სამივე შტატში ხმის მიცემის შედეგები უნდა შეიცვალოს, რაც ანალიტიკოსების აზრით ნაკლებად სავარაუდოა. ჯილ სტეინს სურს, დარწმუნდეს, რომ ჰაკერებმა არჩევნების შედეგები ტრამპის სასარგებლოდ არ გააყალბეს.

ვისკონინის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ხმების ხელახალი დათვლის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც მომთხოვნი საჭირო საფასურს გადაიხდის, რომლის დაანგარიშება კომისიას ჯერ არ დაუსრულებია. თავად სტეინის ვებ-გვერდზე წერია, რომ 5.3 მილიონი დოლარი უკვე შეგროვდა, რაც საკმარისია ვისკონსინსა და პენსილვანიაში ხმების დასათვლელად.

აშშ-ში 8 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი