ახალი ამბები

პარლამენტმა განახლებული მთავრობა დაამტკიცა

26 ნოემბერი, 2016 • 1076
პარლამენტმა განახლებული მთავრობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას-  “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” ნდობა გამოუცხადა.

დღეს, 26 ნოემბერს, გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა 110 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეგისტრაცია 123-მა დეპუტატმა გაიარა.

რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის შემდეგი შემადგენლობა იყო წარდგენილი: 

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე  ზურაბ ალავიძე; ფინანსთა მინიტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძე; ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძე; იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი; განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა; საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტზე გიორგი ჯანელიძე; ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო;

იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრის პოსტზე სოზარ სუბარი; სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დათიაშვილი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე   მიხეილ გიორგაძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილი; თავდაცვის მინისტრისპოსტზე ლევან იზორია; შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი; სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილ; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი; ხოლო,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი