ახალი ამბებიეკონომიკა

ლარის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა

25 ნოემბერი, 2016 • 1724
ლარის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფოციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5026 ლარია.

აქამდე ყველაზე მაღალი კურსი 2016 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ეროვნული ბანკის კურსით 2.49 ლარს გადააჭარბა.

2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ლარის კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი