ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ყოფილი პრემიერის შვილის ძვირადღირებული ბინა ბათუმში

25 ნოემბერი, 2016 • 1234
სომხეთის ყოფილი პრემიერის შვილის ძვირადღირებული ბინა ბათუმში

სომხეთის ყოფილი პრემიერის, ოვიკ აბრაჰამიანის შვილმა, ანა აბრაჰამიანმა ბათუმში მრავალფუნქციური ცათამბჯენის კომპლექსში (Porta Batumi Tower) 163 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბინა შეიძინა.

სომხეთის ვებ-პორტალ heqt.am-ის ინფორმაციით, 35 წლის ანა აბრამიანი 2014 წლიდან ერევანში ნოტარიუსად მუშაობს. სომხეთის ყოფილი პრემიერი ოვიკ აბრაჰამიანი ჯერ კიდევ პრემიერის რანგში ბათუმში 2015 წლის მაისში ჩამოვიდა და საქართველოს პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან ბათუმის პარკში გაისერინა. აღნიშნული ვიზიტის შემდეგ რამდენიმე თვეში მისი შვილის სახელზე საქართველოს საჯარო რეესტრში ძვირადღირებული ბინა დარეგისტრირდა.

საჯარო რეესტრიდან გამოცემისთვის მოწოდებული დოკუმენტის შესაბამისადვე, ანა აბრაჰამიანის ბინა საცხოვრებელი კომპლექსის მე-14 სართულზე მდებარეობს და მისი ფართობი 85,5 კვ.მეტრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი