ახალი ამბები

მღებრიშვილი: აზერბაიჯანთან საზღვრის 66%, სომხეთთან – 71% გვაქვს დადგენილი

25 ნოემბერი, 2016 • 1040
მღებრიშვილი: აზერბაიჯანთან საზღვრის 66%, სომხეთთან – 71% გვაქვს დადგენილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთთან საზღვრის 71%, აზერბაიჯანთან 66%, ხოლო რუსეთთან 87% აქვს დადგენილი.

ეს განცხადება შს მინისტრობის კანდიდატმა 25 ნოემბერს პარლამენტში, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” სხდომაზე გააკეთა. საზღვრებთან დაკავშირებით შეკითხვა მას დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დაუსვა.

მღებრიშვილის თქმით, შექმნილია დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისია, რომლის ფარგლებშიც ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

“რაც შეეხება თვითონ დადგენილ საზღვრებს, რომ სომხეთის საზღვარზე 71% უკვე შეთანხებულია, დადგენილია და ეს არის 160 კილომეტრი. დაახლოებით 66 კილომეტრი არის კიდევ გასარკვევი და შესათანხმებელი. აზერბაიჯანის საზღვარზე 66% არის დადგენილი, ეს არის 303 კილომეტრი, დარჩენილია 155 კილომეტრი. რაც შეეხება რუსეთთან საზღვარს, აქ 87% არის დადგენილი. დანარჩებნზე მუშაობა ვეღარ მიმიდნარებს იმიტომ, რომ გარკვეული მიზეზეის გამო 2008 წლის შემდგომ ჩვენ ამ ფორმატში შეხვედრები შევწყვიტეთ. ასევე, გარდა ამ კომისიის მუშაობისა, მიმდინარეობდა შეხვედრების ექსპერტების დონეზე. ვიმედოვნებ, ეს რაღაც ფორმით გაგარძელდება და საბოლოოდ დადგინდება ჩვენი საზღვრები,”- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი