ახალი ამბებისამართალი

მოქალაქეებს ბრილიანტი საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურ სამალავში აღმოუჩინეს

25 ნოემბერი, 2016 • 3385
მოქალაქეებს ბრილიანტი საფულესა და  ტანსაცმელზე სპეციალურ სამალავში აღმოუჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 23 ნოემბერს საბაჟოგამშვები პუნქტ ,,წითელი ხიდისგავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც საფულესა და  ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილი სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი.

“საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები ამოღებულია  ნივთმტკიცების სახით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი