ახალი ამბები

ანონსი: 25 ნოემბერი – გენდერული ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

24 ნოემბერი, 2016 • 1943
ანონსი: 25 ნოემბერი – გენდერული ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

25 ნოემბრიდან იწყება მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16–დღიანი აქცია, რომელსაც ასევე უწოდებენ “თეთრი ლენტის კამპანიას”, რომელიც 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 25 ნოემბერი გენდერული ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გთავაზობთ ამ დღეს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


09:30 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს შესყიდვების განყოფილების ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  იმართება სემინარი სახელწოდებით „How to Make Business with UN“.


10:30 – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასააჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე და სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ეკატერინე ჭახრაკია წარმოადგენენ. მისამართი: Radisson Blu Iveria Hotel, Ballroom 1


11:00 – სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: ნ. რამიშვილის ქუჩა #6;


11:00 – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე 100-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდება. მისამართი: ა. ბელიაშვილი ქ. №8 (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით), მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.


12:00 – დარბაზ “ლოლიტა”-ში (ჭოველიძის N7, სასტუმრო “რუმსის” მოპირდაპირე მხარეს) გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გამართავს


13:00 – ქალთა მოძრაობის ორგანიზებით იმართება აქცია-მარში, თავისუფლების მოედნიდან თაბუკაშვილის 27 ნომერში მდებარე პოლიციის ოფისამდე. ქალის კაბებით დროშებზე, აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ქალთა მიმართ ძალადობას საქართველოში.


13:00 – ყველა სტუდენტი თანასწორია! – თსუ–ს პირველ კორპუსთან აუდიტორია 115 გამართავს აქციას სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ;


14:00 – საია საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს. მისამართი: თბილისი კახიძის # 15.


14:00 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრას გახსნის. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. #33, თბილისი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“);


15:00 – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე „ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა დაქალებზე“. მისამართი; თელავი, უნივერსიტეტის ქუჩა#1


16:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.


17:00 – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინა ოგანოვას ნამუშევრების ფოტოგამოფენა „გოგონა დაიბადა“ გაიხსნება. მისამართი: შ. დადიანის ქ. 2/1 (თავისუფლების მოედანი 1)


19:00 – მარჯანიშვილის თეატრში საერთაშორისო დოკუმენტური პიესა „შვიდი“. მასში მონაწილეობას მიიღებენ პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ხათუნა სამნიძე, თამარ გურჩიანი, ნინა სუბლატი, ნანა ექვთიმიშვილი, ანა გოგუაძე და ნესტან კვინიკაძე. პიესა „შვიდი“ გახსნის „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო კამპანიას „სექსუალურ შევიწროება ძალადობაა! შეეწინააღმდეგე, რომ შეაჩერო!“


21:00 – “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ორგანიზებით გაიმართება მსვლელობა მარჯანიშვილის თეატრიდან. ამ აქციით ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი უერთდება “ქალთა ფონდის” კამპანიას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ – “სექსუალური შევიწროება ძალადობაა!


 

საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციაში, უმცირესობასა და უმრავლესობაში და პლენარულ სხდომაზე განხილვის 
გ რ ა ფ ი კ ი
12:00 ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომა
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი 
14:00 საპარლამენტო უმცირესობის სხდომა
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი 
16:00 საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი 
21:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი