ახალი ამბები

მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე პარლამენტი 26 ნოემბერს იმსჯელებს

24 ნოემბერი, 2016 • 1223
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე პარლამენტი 26 ნოემბერს იმსჯელებს

პარლამენტი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე 26 ნოემბერს, 12 საათზე იმსჯელებს. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.

“საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 26 ნოემბრის 12 საათიდან შემდეგი დღის წესრიგით – საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა (N07-2/1, 22.11.2016) და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ.“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება,” – აღნიშნულია განკარგულებაში.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დღეს, 24 ნოემბერს პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს. ხოლო ხვალ  ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის”, ასევე, უმცირესობისა და უმრავლესობის სხდომის ფარგლებში მოუსმენენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი