ახალი ამბები

მოქალაქეს საქართველოში 10400 ყალბი თურქული ლირა და ნარკოტიკი შემოჰქონდა

24 ნოემბერი, 2016 • 1812
მოქალაქეს საქართველოში 10400 ყალბი თურქული ლირა და ნარკოტიკი შემოჰქონდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციითბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით შემოიტანა და შემდეგ საქართველოში გაასაღა 10 400 ყალბი თურქული ლირა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გაყალბებულ კუპიურებთან ერთად, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-, 260- და 262 მუხლებით მიმდინარეობს. კოდექსის მიხედვით, დაკავებულს ბრალად ედება ყალბი ფულის უკანონო დამზადება–შემოტანა–გასაღება და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი