ახალი ამბები

ანონსი – 24 ნოემბერი

23 ნოემბერი, 2016 • 1195
ანონსი – 24 ნოემბერი

გთავაზობთ 24 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


09.00 დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში სერ ალან დუნკანი “უორდროპის დიალოგის” მესამე რაუნდს დაესწრება თბილისში. 09.00 საათზე დაგეგმილია ალან დუნკანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა.  


11.00 ევროკავშრის მხარდაჭერით თბილისში კონფერენცია -„ევროკავშირის LEADER და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მიდგომის გაზიარება საქართველოში“ ჩატარდება.  მისამართი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“; მედიასთან გასაუბრება შედგება 10:00 საათიდან –10:30 საათამდე.


11:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელებისდა  ალექსანდრე ელისაშვილის ერთობლივი ბრიფინგი


11:00 – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს თავმჯდომარე  ლევან რაზმაძე ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრის თემაა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.


11:00 –  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა.


11:00 –   პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.


11:00 – პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.


12:00 “სომხეთ-საქართველოს სავაჭრო უთიერთობა: დაახლოება თუ დისტანცირება” – კვლევის პრეზენტაცია. მისამართი – კონრად ადენაუერის ფონდის ოფისი.


12:00 – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია „ავერსის კლინიკაში“ „ფილიფს“-თან პარტნიორობითა და ხელშეწყობით, ახლად გახსნილი ჰიბრიდული საოპერაციოსა და დიაგნოსტიკური ოთახების პრეზენტაციას დაესწრება.


12.00 – ბარ-რესტორან “ლოლიტა“-ში, (ჭოველიძის N 7) საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე კამპანიის “გახდი სომელიეს” შესახებ ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ.


14:00 პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.


14:00 – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.


16:00 – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი