ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალერი ცერცვაძის დისციპლინური დევნის საკითხს განიხილავს

23 ნოემბერი, 2016 • 1756
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალერი ცერცვაძის დისციპლინური დევნის საკითხს განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიმართვის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის წინააღმეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საკითხს განიხილავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, საბჭო მიმართვას განსაზღვრულ ვადებში განიხილავს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. პირველ ეტაპზე უნდა შეფასდეს საჩივრის საფუძვლიანობა.

“ვითხოვთ მასალებს, ხდება საქმის მასალის შესწავლა, თავისი დრო აქვს, თავის მომენტი. საბჭოს მდივანი იღებს … გადაწყვეტილებას. მერე ეს გადაწყვეტილება გაეგზავნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საბჭო იღებს, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას. თუ გადაწყდა, რომ პასუხისმგებლობაში არის მისაცემი, გადაეცემა სადისციპლინო კოლეგიას, შემდეგ- სადისციპლინო პალატას და თუ არ არის გადასაცემი, შეწყდება დისციპლინური საქმის წარმოება.” – აცხადებს მურუსიძე ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის მიმართ Apple-ის პროდუქციის, კერძოდ, iPhone-ების დისტრუბუტორ ორ კომპანიას – iPhone+-სა და iTechnic-ს შორის წარმოქმილი დავის ფარგლებში აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი