ახალი ამბები

კერვალიშვილი არ ადასტურებს, რომ ეკლესიასთან ურთიერთობის საკითხებზე იმუშავებს

3 სექტემბერი, 2012 • 1101
კერვალიშვილი არ ადასტურებს, რომ ეკლესიასთან ურთიერთობის საკითხებზე იმუშავებს

რუსუდან კერვალიშვილი
რუსუდან კერვალიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილიმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკლესიასთან ურთიერთობის საკითხებზე მთავრობაში ახალი უწყება იქმნება, რომელსაც ის უხელმძღვანელებს, კეტეგორიულად უარყო.

 

“ეს ინფორმაცია არანარიად არ შეესაბამება სიმართლეს. რაიმე მსგავს საკითხზეც კი არ არის საუბარი,” – განაცხადა კერვალიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში. 

 

კითხვაზე, რატომ არ არის ის პარტიულ სიაში, კერვალიშვილი პასუხობს: “რაც მთავარია, მე ვარ გუნდში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ისინი ყველას აქვს. ჩემი სამომავლო გეგმები სამშობლოს კეთილდღეობა და სიმშვიდეა.”

 

რუსუდან კერვალიშვილი 2008 წლის 24 ივნისიდან საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა, 2008 წლის 7 ივნისიდან კი, საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი სამგორის რაიონიდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი