ახალი ამბები

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის ვარაუდი არ გამართლდა

22 ნოემბერი, 2016 • 4027
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის წარმოქმნის ვარაუდი არ გამართლდა

გუშინ, გვიან ღამით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის  სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდას მიაღწია. სინოპტიკოსები მიწისძვრის შემდეგ ძლიერი ცუნამის წარმოშობას ვარაუდობდნენ. ექსპერტები იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღებს ელოდნენ, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თუმცა ტალღების  სიმაღლეს 1,4 მეტრისთვის არ გადაუჭარბებია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე სერიოზულად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმასთან ახლოს დაფიქსირდა. რყევამ ფუკუშიმას ატომური რეაქტორის ავარიული გაგრილების სისტემის ჩართვა გამოიწვია. როგორც ოფიციალური წყაროები აცხადებენ, რეაქტორი სტიქიის შედეგად არ დაზიანებულა, არაა რადიაციის გაჟონვის საფრთხე.

ძლიერ მიწისძვრას იაპონიაში, ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე ძლიერი ცუნამი არ მოჰყოლია 22.11.16 ფოტო: EPA/KIMIMASA MAYAMA

ძლიერ მიწისძვრას იაპონიაში, ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე ძლიერი ცუნამი არ მოჰყოლია 22.11.16 ფოტო: EPA/KIMIMASA MAYAMA

სწორედ ამ რეგიონში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაიღუპა 18,000 ადამიანი 2011 წელს. ძლიერმა მიწისძვრამ, რომელიც იაპონიას თავს 5 წლის წინ დაატყდა, ფუკუშიმას ერთ-ერთი ატომური რეაქტორის ავარიული გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა, რის შედეგადაც რადიაციამ გაჟონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი