ახალი ამბები

ანონსი: 22 ნოემბერი

21 ნოემბერი, 2016 • 1331
ანონსი: 22 ნოემბერი

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ხვალ, 22 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:00 – სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროპის ფრენბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდება.
ხელშეკრულებას ხელს თბილისში 1 დღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ბორიჩიჩი და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა მოაწერენ. ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი.


10:45 – სასტუმროში ,,ვერე-პალასში” გაიმართება საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზენტაცია. მისამართი: თბილისი, ქუჩიშვილის 24/8. საკონტაქტო ნომრები: 59914842; 597 111247


11:00 საათზე ,,პირველის პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი, სამხედრო–ანალიტიკური ჟარნულის “არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შეცვლა, სავარაუდო კანდიდატის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას ბიოგრაფია. 2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საკითხები და მისი სამხედრო შემადგენელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22


11:00 – სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოში სოციალური დიალოგისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ მე-7 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან კარი ტაპიოლა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი გოჩა ალექსანდრია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი მიშა კორძახია, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ელზა ჯგერენაია. მისამართი: 26 მაისის მოედანი 1;

12:00 – საქართველოს ბანკის სათავო ოფისში გაგარინის 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) გაიმართება პრესკონფერენცია,  ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის “Welcome to Georgia“-ს შესახებ. პრესკონფერენციას დაესწრებიან: საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამეტის უფროსი ზურა მასურაშვილი; თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე; ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი მარინა ჩაიკა და  „ბიდიო საქართველოს“ პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი.


14:00 – ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აღნიშნავენ მადლიერების დღეს. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, საელჩოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრებიან. მისამართი: მერაბ ალექსიძის #8.


მასალების გადაბეჭდვის წესი