ახალი ამბები

გარემოს დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ზედგინიძეა

1 სექტემბერი, 2012 • • 2399
გარემოს დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ზედგინიძეა

გიორგი ზედგინიძე
გიორგი ზედგინიძე

გარემოს დაცვის მინისტრის პოსტიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო გადადგა გოგა ხაჩიძე და მისი ადგილი მისივე მოადგილემ, გიორგი ზედგინიძემ დაიკავა. ამის შესახებ უკვე ყოფილმა მინისტრმა ფეისბუქში, პირად გვერდზე დაწერა.

 

გოგა ხაჩიძე საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მიიღებს მონაწილეობას, ის სიაში 32–ე ნომრად არის შეყვანილი. 

 

რაც შეეხება გარემოს დაცვის ახალ მინისტრს, გიორგი ზედგინიძე 2011 წლის მარტიდან დღემდე გოგა ხაჩიძის მოადგილე იყო. 

 

სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, გიორგი ზედგინიძემ 2008 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების პოლიტიკის მაგისტრატურა. ის 2004 წელს სტუდენტთა ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ამერიკულ უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და უინთროპის უნივერსიტეტში სამხრეთ კაროლინას შტატში. გარემოს დაცვის ახალ მინისტრს 2003 წელს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის უცხო ენათა ფაკულტეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი